21 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
რუსული აგრესია, პროპაგანდა, ჰიბრიდული ომი - ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი თბილისში 

სახალხო დიპლომატიის ფორუმზე ბრიუსელის ნატოს სამიტი დახურული ორმხრივი შეხვედრების თემა იყო. სამიტამდე 2 თვით ადრე ალიანსისა და საქართველოს უფრო მჭიდრო ურთიერთობის შესახებ თბილისში საუბრობენ. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდემი ადასტურებს, რომ შავი ზღვა ნატოს ინტერესის არეალშია.

შეხვედრას ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელიც ესწრებოდა. მიტჩელმა რუსეთის აგრესიული ქმედებები და საქართველოს ოკუპაცია დღეს რამდენჯერმე დაგმო და თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და მოუწოდებს მოკავშირეებს შეასრულონ პირობა.

რუსული აგრესია, პროპაგანდა, ჰიბრიდული ომის საფრთხე, საქართველოს უალტერნატივო არჩევანი გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი, სამიტზე საქართველოს მთავრობის პირველი პირების გამოსვლების მთავარი აქცენტები იყო.

ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ორ-დღიანია და ის ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. დიპლომატები, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები და ანალიტიკოსები საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სტრატეგიული კომუნიკაციის როლსა და რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე მსჯელობენ.

დღის ამბები