03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" რაფალიანცის საქმეზე დამატებითი კითხვები აქვს

გიორგი კანდელაკი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. უმცირესობის წევრი განმარტავს, რომ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულმა გადაცემამ ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

კანდელაკის თქმით  გასარკვევია თუ რა შეხება ჰქონდა გენერალურ ინსპექციას ამ საქმესთან და ასევე ვინ იყო რაფალიანცის დედის მიერ ნახსენები ვახტანგი, რომელიც მას საკუთარი შვილის მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას აიძულებდა.  

კანდელაკის მტკიცებით, ხელისუფლება ამ საქმის დეტალებს მალავს და ამას ისიც ადასტურებს, რომ  მთავრობამ უარი განახცადა საპარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ასევე არც შს სამინისტრო და არც მანანა ბერიკაშვილი ამ დრომდე კომენტარებს არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 11 ოქტომბერს "რსუთავი 2"-ის ეთერში გავიდა გადაცემა "განსხვავებული აქცენტები", რომელიც ბარბარე რაფალიანცის საქმეს ეხებოდა. გადაცემაში ბარბარე რაფალიანცის დედამ განაცხადა, რომ მას შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები