03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
4 პუნქტიანი გეგმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემის მოსაგვარებლად

საქართველოში 38 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია, - ინფორმაციას ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი ავრცელებს. რატიანის ინფორმაციით 2012 წლიდან სტატისტიკა ყოველწლიურად მატულობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფიქრობს, რომ აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობა საგანგაშოა და ხელისუფლებას 4 პუნქტიან გეგმას სთავაზობს. მათ შორის სერგო რატიაონი ფიიქრობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან მთავრობამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 10 მილიონი ლარი უნდა გამოყოს; უნდა შეიცვალოს სტუდენტთა დაფინანსების წესი, ან მოხდეს ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც სტუდენტს შეეძლება ჯარში ნებაყოფლობით წასვლის შემთხვევაში, მისი სწავლის საფასური სახელმწიფომ დაფაროს.

მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრისას რატიანმა ბოლო წლების სტატისტიკაც წარმოადგინა. რატიანის ინფორმაციით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა 2012 წელს 11 ათასი, 2013 წელს 22 ათასი, 2014 წელს კი 38 ათასი შეადგინა.

დღის ამბები