03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
კომპანია "დომინუსის" დირექტორი გირაოთი გაათავისუფლეს

კომპანია "დომინუსის" გენერალუჯრი დირექოტრი 50 ათასი ლარის სანაცვლოდ გირაოთი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება 2 საათიანი პროცესის შემდეგ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.  

პროცესზე გიორგი გურულმა განაცხადა, რომ დაკავებისთანავე დაიწყო მასთან მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ მას ხელი დაედო იმ მოსამართლისთვის, რომელიც კაპანაძისა და კოკაიას წინააღმდეგ საქმეს უძღვებოდა და მისთვის მოგების სანაცვლოდ თანხის აღება დაებრალებინა. გურულმა განმარტა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ის ვერავითარ შემთხვევაში მოსამართლეს ამ ბრალდებას ვერ წაუყენებდა.

„დომინუსის“ დირექტორი ასევე აცხადებს, რომ მას დაკავებიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.

ბრალდების მხარე გურულის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვდა რადგან მისი მტკიცებით დაკავებულის მიმალვის საშიშროება არსებობს. დაცვის მხარემ კი განმარტა, რომ გურული დაკავებამდე არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე და ის ყოველთვის დროულად ცხადდებოდა და გაქცევის საფრთხე არც ახლა არსებობს.

შეგახსენებთ, რომ გურულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას რამდენიმე თვის წინ კომპანია „დომინუსის“ გენერალური დირექოტრის მიერ ბიზნესმენების გიორგი კაპანაძისა და ილია კოკაიას წინააღმდეგ რამდენიმემილიონიანი საქმის მოგებას უკავშირებს. მისი მტკიცებით, გურულის დაკავების კიდევ ერთი მოტივი უგულავას საქმეა, რომელშიც კაპანაძე მთავარი მოწმეა და სწორედ მის ინტერესებშია გურულის დაკავება.

გიორგი გურულს ზესტაფონის საფეხბურთო სტადიონისა და ბაზის მშენებლობისთვის თანხების მითვისებას და  აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებიან. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მან 83 მილიონი ლარით მეტი მიითვისა აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად. 

ამავე თემაზე
დღის ამბები