03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
„რუსთავი 2“ არის სამიზნე - კახა ბენდუქიძე

11 ოქტომბერს 21 საათიან „კურიერში“ თავისუფალი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ აქცენტი გააკეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება იძლევა ანალიზის საშუალებას, რომ ისინი ებრძვიან „რუსთავი 2“.

„ის, რაც მოქმედებები იყო, ის, რაც პარლამენტის წევრების მიერ ითქვა, - ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ, შეიძლება ძალიან მკაფიო დასკვნის გაკეთება, რომ „რუსთავი 2“ არის სამიზნე“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

მისი თქმით, უცნაური იქნებოდა, რომ [ხელისუფლების წარმომადგენლები] ებრძოდნენ პოლიტიკურ ოპოზიციას და არ ებრძოდნენ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას.

ამავე თემაზე
დღის ამბები