17 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
სვანეთი დაპირისპირების ზღვარზეა - მოსახლეობის ნაწილი ამტკიცებს, რომ ხალხის ერთ ნაწილზე ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინა

სვანეთი დაპირისპირების ზღვარზეა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამტკიცებს, რომ ხალხის ერთ ნაწილზე ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინა, დააშინა და აიძულა, ჰესების მშენებლობაზე თანხმობა ეთქვა. ამბობენ, რომ ჭალაჰესის აშენების შემდეგ სვანეთი ისტორიულ იერსახეს დაკარგავს.

სამსახურის დაკარგვის შიში, მუქარა, დაშინება, უკიდურესი გაჭირვება - ეს არის ის მიზეზები, რის გამოც, მესტიელების აზრით, ადგილობრივების ერთ, მაგრამ დიდ ნაწილთან ხელისუფლებამ და ინვესტორმა შეთანხმებას მიაღწიეს. სვანეთში პროტესტის ხმა აღარ ისმის, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დროებით და აქციებს ჰესების წინააღმდეგ უახლოეს მომავალში განაახლებენ.

ერთ დროს ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი სამშენებლო მოედნად უკვე იქცა. საუკუნეების განმავლობაში პირვანდელი სახით არსებული ბუნება ნელ-ნელა იცვლება.

”სვანეთს არ დაგატბორინებთ!”  - ამ ლოზუნგით ჭალაჰესის მშენებლობას სვანები მესტიასა და თბილისშიც თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ. ჰესის მშენებლობის განახლების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც მესტიელების ნაწილთან, ინვესტორთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები