16 მარტი 2025,   15:32
ვრცლად
ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში - "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის პოზიციის არ სჯერა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი საკითხია, სადაც ოპოზიციის პოზიცია ერთიანი არ არის. 4 ოქტომბრამდე 7 თვე რჩება, არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო უარი კი, ჯერ მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ფედერალისტებმა" თქვეს.

      მაშინ, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი უარზეა, მეორე ნაწილი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვითარების განმუხტვის გზა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე გადის.

      მარცხის შიში და დაბალი პოლიტიკური რეიტინგი მმართველი გუნდისთვის ის მთავარი მიზეზებია, რომლის გამოც ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. "ქართული ოცნების" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ოპონენტებს ნულოვანი შანსი აქვთ.

      4 ოქტომბრის არჩევნები "გირჩისთვის" ახალი შანსია, რომ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ადგილი ისევ დაიმკვიდროს, ამიტომ მზადება უკვე დაიწყეს. "გირჩში" იმედოვნებენ, რომ კოლეგა ოპოზიციონერების პრინციპული გადაწყვეტილება დროებითი არ იქნება.

      ოპოზიციის პოზიციის სიმტკიცეში ეჭვი ეპარება მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და ამიტომ უარის თანხმობით შეცვლა სახელისუფლებო გუნდისთვის მოულოდნელი არ იქნება.

      ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. შეიცვლის თუ არა ოპოზიცია პოზიციას, ამის გასარკვევად 7 თვე რჩება.