16 მარტი 2025,   15:13
ვრცლად
დროებითი ზავი თუ ჩიხში შესული მოლაპარაკებები - აშშ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობას განაგრძობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      შეწყდება ცეცხლი 30 დღით თუ მოლაპარაკება ჩიხში შევა - ვლადიმერ პუტინი პასუხის გაცემას არ ჩქარობს. კიევი ამერიკის წინადადებას დათანხმდა, თუმცა, მაქსიმალურ ამბიციას ინარჩუნებს - დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და უარს ამბობს ფრონტის ხაზების გაყინვაზე. უკრაინა რუსეთს არ ენდობა, მთავარ შუამავალს კი სხვა პოზიცია აქვს - დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ პუტინი უარს არ იტყვის, თუმცა მაინც აკონკრეტებს, რომ ვინც 30-დღიან ზავს არ დათანხმდება, დაისჯება.

      ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა მოლაპარაკების პროცესში ჩართო სატელეფონო დიპლომატიაც და პუტინს პირადად ესაუბრა. სატელეფონო საუბარი შედეგიანად დასრულდა - ტრამპმა პუტინისგან პირობა მიიღო, რომ, განიარაღებისა და ჩაბარების შემთხვევაში, რუსეთი კურსკის ოლქში ალყაში მოქცეულ სამხედროებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

      კიევი ფიქრობს, რომ არაფერი გამოვა და რომ კრემლი უარისთვის ემზადება. მიუხედავად ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინისგან პასუხს მაინც ელოდება.

      ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პუტინი კურსკში არსებული ვითარების შესახებაც იტყუება, სადაც, მისი თქმით, უკრაინული ძალები სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ.

      ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის სამშვიდობო პროცესში ევროპა ისევ თამაშგარე მდგომარეობაშია, თუმცა, ლიდერები უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებსა და ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას განაგრძობენ, რუსეთს კი დროებით ზავზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ.

      სანამ მსოფლიო შეთანხმების მოლოდინშია, უკრაინაში ომი გრძელდება. ფრონტზე ვითარება კრიტიკულია. რუსეთი განაგრძობს ქალაქებზე თავდასხმებსაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა და 178 დრონი გაუშვეს. ხერსონში დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა. 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა კრივოი რიჰში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. რუსეთმა მიზანში ამოიღო ოდესაც. დაიბომბა ნიკოლაევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიც. ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი კი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, 300-ზე მეტჯერ გახდა რუსული ცეცხლის სამიზნე.

      დღის ამბები
      მეტი