
იტალიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. ამასთან, ადასტურებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.
"პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს გააგრძელოს მუშაობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა, დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება", – აღნიშნულია განცხადებაში.