
This is a modal window.
პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოკავშირეებთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომლის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ თანხმობის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უნდა მოხდეს. ვირტუალურ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტიც მონაწილეობს.
განცხადება გაავრცელა ემანუელ მაკრონმაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ტელეფონით ბრიტანეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა, "X-ზე" დაწერა, რომ რუსეთი უნდა დათანხმდეს შეთავაზებას.