
This is a modal window.
ქართული კომპანიების აქციების გაზრდილი ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - მიმდინარე კვირის შედეგები უკვე გადანაწილებულია, რომლის მიხედვითაც ქართულის ფასი იზრდება, საერთაშორისო ლიდერი კომპანიების ნაწილის ფასი კი უფასურდება.
საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიითაა წარმოდგენილი. მიმდინარე პროცესებს აფასებენ სფეროს ექსპერტები. ამბობენ, რომ არსებული მონაცემები საქართველოს საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახება.
"ქართული კომპანიების არსებობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის ქვეყნის პრესტიჟი და პოზიტიურად მოქმედებს მის რეპუტაციაზე. მათი ფასების ზრდა კი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იყო წინა პერიოდში, რომ აქ ეკონომიკა ვითარდება, არა მარტო ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ზრდით, არამედ სხვადასხვა მაჩვენებლებითაც, საქართველოში ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აღმოსავლეთ ევროპაში და მსოფლიოშიც ერთ-ერთი მოწინავეა", - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია.