
This is a modal window.
"ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია - ისინი საბაბებს ეძებენ, რომ თავიდან აიცილონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებული, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროს," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა იმ ოპოზიციური პარტიების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
მისივე თქმით, მონაწილეობის შემთხვევაში, ოპოზიციას ნულოვანი შანსი აქვს.
"გაუწბილეს იმედი თავიანთ ამომრჩეველს, არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. იმ აბსურდული განცხადებების, თითქოს 400 000 ხმა გაყალბდა და 100 000 ადამიანი პირადობის მოწმობის გარეშე დავტოვეთ, ერთი მტკიცებულებაც ვერ წარადგინეს. ისინი ელემენტარულ წარმატებასაც ვერ მიაღწევენ. 61 მანდატი სახუმარო საქმე ნამდვილად არ იყო, პატარა წარმატება ნამდვილად იყო, თუმცა ამ არჩევნებში მათ ნულოვანი შანსი აქვთ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ავტორი: ნანა გოგატაძე