16 მარტი 2025,   15:23
ვრცლად
შტატების 47-ე პრეზიდენტი ახალ რეფორმებზე მუშაობს - დონალდ ტრამპი მკაცრი ანტინარკოტიკული პოლიტიკის გატარებას გეგმავს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ახალ რეფორმებზე მუშაობს. დონალდ ტრამპი მკაცრი ანტინარკოტიკული პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ტრამპა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაციისთვის მთავარი ამოცანა ნარკოდამოკიდებულების მინიმუმ 50%-ით შემცირებაა.

      იუსტიციის დეპარტამენტის დიდ დარბაზში მისულ მედიის წარმომადგენლებს დონალდ ტრამპა ისიც უთხრა, რომ რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ყოფილ მაღალჩინოსანთა შორის ისინიც იქნებიან, ვინც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ და, ტრამპის თქმით, მას გაპრეზიდენტებაში უშლიდნენ ხელს.

      ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებსაც აკრიტიკებს და მათ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. გზავნილის ადრესატები პრეზიდენტს არ დაუმალავს - ამბობს, რომ CNN და MSNBC დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ და, კორუფციასთან ერთად, უკანონო ქმედებებშიც არიან შემჩნეული.

      ტრამპი სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესს განაგრძობს. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, ის შვიდ ფედერალურ სააგენტოს აუქმებს, ინფორმაციას "ნიუ-იორკ თაიმსი" ავრცელებს. ამერიკული გამოცემის ცნობით, შტატების პრეზიდენტმა აღმასრულებელი ბრძანება უკვე გამოსცა. დახურულ უწყებებს შორის "ამერიკის ხმის", "რადიო თავისუფლებისა" და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა მედიასაშუალებების ზედამხედველი ორგანოც აღმოჩნდა.

      ტრამპთან ერთად, შესაძლო ცვლილებებზე აქტიურად მუშაობს ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც. შტატების ნაციონალური დაზვერვის დირექტორი სადაზვერვო სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლას ამკაცრებს. ტულსი გაბარდმა რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც დაასახელა, მათ შორის - საიდუმლო ინფორმაციის განთავსება ისეთი მედიასაშუალებების მხრიდან როგორიც, Huffington Post-ი, Washington Post-ი და NBC-ა.

      დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციაზე, ხელმეორედ, სამი თვის წინ დაბრუნდა. ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, 47-ე პრეზიდენტი ქვეყნის შიდა პოლიტიკის გადახედვასა და ცვლილებებს განაგრძობს.