03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
რაფალიანცის საქმის გამოძიების შედეგებს მალე გავიგებთ - მაია ფანჯიკიძე

ბარბარე რაფალიანცის საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება - იმედოვნებს საგარეო საქმეთა მინისტრი და აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ისე, როგორც საჭიროა.

"ნაციოანლურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ "განსხვავებულ აქცენტებში" დაღუპულის ბავშვის დედის ინტერვიუმ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა და მათზე პასუხის დროულად გაცემის აუცილებლობაზე საუბრობენ.

გიორგი კანდელაკი საპარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დღესვე ამ თემაზე კომენტარი გააკეთა სერგო რატიანმაც და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება", გარდა იმისა, რომ ამ საქმესთან მიმართებაში მათ პარტიას სწამებდა ცილს, ეხლა უკვე ბავშვის დედასაც ადანაშაულებს და ეს ფაქტი დროულად უნდა იყოს გამოძიებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები