11 ოქტომბერი 2024,   20:59
ვრცლად
ჩემი შვილის საქმის პროკურორები, ზაზა სარალიძის შვილის საქმის პროკურორები არიან - ვაგზლის მოედანზე მოკლული ახალგაზრდის დედა

ყოფილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ვაგზლის მოედანზე მოკლული 17 წლის მოზარდის დედა, ლარისა ძოძუაშვილი მივიდა. მოზარდს, 2017 წელს ვაგზლის მოედანზე 7 ჭრილობა მიაყენეს, თუმცა დღემდე დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული არ არის. ლარისა ძოძუაშვილმა ზაზა სარალიძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„მე უკვე იმედი გამიჩნდა, რომ ყველა ერთად სამართალს მოვძებნით. ალბათ ჩვენ ბატონ ზაზა სარალიძეს როგორც მე, ასე ყველა თქვენგანი გვერდით დავუდგებით და სიმართლეს ვიტყვით და ვათქმევინებთ იმ ურწმუნო პროკურორებს და იმ ურწმონო გამომძიებლებს, რომლებმაც ასე მიჩქმალეს ბავშვების საქმე. პირველი დეკემბერი ჩემს ოჯახში ახალი სიკვდილის განახლება იყო, როდესაც ზაზა სარალიძეს შვილი მოუკლეს,“ - აღნიშნა  ლარისა ძოძუაშვილმა.

შვილმოკლული დედა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობიდან, ერთი წლისა და სამი თვის მანძილზე სიმართლის დადგენა ვერ მოხდა. ასევე ლარისა ძოძუაშვილმა თქვა, რომ მისი შვილის მკველობის საქმის პროკურორები დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმის პროკურორები არიან. 

„ჩემს ოჯახში, 2017 წლის 13 თებერვალს, 6 საათიდან 7 საათამდე, ჩემი შვილი ვაგზლის მოედანთან გოგოლის ქუჩის 18 ნომერთან მომიკლეს და ვაგზლის მოედანზე მოიყვანეს ყვითელ ავტობუსთან, მეშვიდე ჭრილობა მიაყენეს და ყელი გამოჭრეს. ჩემი შვილის საქმის პროკურორი, როგორც ახლა ზაზა სარალიძის და ლევან დადუნაშვილის პროკურორები არიან, ქალბატონი ინა გუგუშვილი და ზვიად ფხაკაძე, აი ის პროკურორები იყვნენ ჩემი შვილის პროკურორები. მათში მე განსაკუთრებული დამცირება ვიგრძენი, დამცირება მარტო ჩემი კი არა, ყველასი, მთელი ხალხის და ის დამცირება, რომ მათ სიკვდილი არაფრად არ მიაჩნიათ,“ - განცხადა ლარისა ძოძუაშვილმა.

დღის ამბები