03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ქართულ პოლიფონიას უცხოელი მეცნიერები სწავლობენ

ქართული პოლიფონიის შესასწავლად გურიაში სამეცნიერო ექსპერტები ჩავიდნენ. უცხოელი სტუმრები ცნობილმა ადგილობრივმა მომრერალმა მიიღო. ექსპედიციის ზოგიერთი წევრი უკვე თითქმის 10 წელია ქართული მრავალხმიანობის საფუძვლებით არის დაინტერესებული.

გურიაში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის მიუხედავად ადგილობრივები ურეკის კულტურის სახლში მაინც შეიკრიბნენ, სადაც უცხოელი მკვლევარებისა და ეროვნული ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებისთვის ტრადიციული გურული ფოლკლორის საღამო შედგა.

უცხოელი მეცნიერები სიმღერების აუდიო ვერსიებს იწერენ. ფოლკლორის ცენტრი კი გურიის რეგიონში ძლიერი ანსამბლების აღრიცხვას აგრძელებს.

გურიის შემდეგ, სტუმრებს აჭარამ უმასპნძლა. მათ კუთხის ტრადიციული სიმღერები, ცეკვები და თეატრალიზებული ნომრები ვიდეო და აუდიო ფირზე ჩაწერეს. 

დღის ამბები