საპარლამენტო უმცირესობა ბიუროს სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას აპირებს.
ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. ოპოზიცია ყურადღების გამახვილებას გეგმავს ასევე საქსტატის მონაცემებზე, რომელიც მათი მტკიცებით გაყალბებულია.
„ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გაიტაცეს აფგან მუხთარლი ეს არის ძალიან დიდი დანაშაული საქართველოს ხელისუფლების, დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხის განხილვაც კი ვერ მოხდა პარლამნეტში“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
დეპუტატები სესიაზე მეორე მოსმენით კენჭს უყრიან კანონში ცვლილებას, რომელიც მანდატურებისთვის ფუნქციების გაზრდას გულისხმობს.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიაზრა ის პრობლემები რომელიც არის სკოლაში და უნდათ ხისტი კანონის მეშვეობით აღმოფხვრას პრობლემა, რაც იმაზე დიდია“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ოპოზიციის ინიციატივაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.