ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებაზე დღეს გავა.
პროცესზე დასკვნით სიტყვას დაასრულებს დაცვის მხარე. რეპლიკის საშუალება ექნებათ არასრულწლოვან ბრალდებულებსაც. ამის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
როგორც ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, ისინი შეეცდებიან გააბათილონ პროკურატურის ყველა პოზიცია, რადგან ბრალდების მხარის მტკიცებულებები მყარი არ არის.
„ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ აბსოლუტურად გავაბათილებთ ბრალდების მხარის პოზიციას და ბრალდების მხარის ყველა არგუმენტაციას ვინაიდან ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა იყო სრულიად დაუსაბუთებელი,“-აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.