ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის განცხადებით, აუცილებელია, მოკლული მოზარდების მეგობრებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა მკვლელობის შესახებ სიმართლე დადგინდეს.
„ძნელია, რა თქმა უნდა, რჩევა მისცე და ილაპარაკო იმ ოჯახზე, რომელიც გაუსაძლის ტკივილს განიცდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ჩვენთვის ისე მათთვის სიმართლე არის მთავარი.
ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არაერთი, მე ვიტყოდი, ბევრი მოწმე დუმს, მათთან რომ ვიმუშაოთ იმიტომ რომ ისინი არიან ის არასრულწლოვანები, ვინც იყვნენ გარდაცვლილის მეგობრები. ალბათ, ამ მეგობრების ინტერესში უნდა იყოს პირველ რიგში მათი მეგობარი რა პირობებში დაიღუპა და იქნა მოკლული. სწორედ მეგობრები დაგვეხმარონ სახელმწიფოს იმისთვის, რომ გარდაცვლილი მეგობრის საქმეზე ერთად დავადგინოთ სიმართლე,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.