21 დეკემბერი 2024,   16:57
ვრცლად
„ქართული ოცნება" IRI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა

IRI-ის კვლევის შედეგებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთაშორისო კვლევის შედეგები არასდროს ასახავს არჩევნების საბოლოო შედეგებს, ამიტომ ისინი ამ კვლევას არ ენდობიან.

„როდესაც ვსაუბრობთ კვლევის შედეგების სანდოობაზე, მე შემიძლია, ეს კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს შევადარო, როგორც თვითმმართველობის, ასევე შუალედური არჩევნების, რომელიც ახლახან ორ ოლქში ჩატარდა. თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, საზოგადოება მმართველი გუნდის მიმართ მომთხოვნი უნდა იყოს, რაც კვლევაშიც აისახა. მათივე განმარტებით, მოსახლეობა არჩევნებზე ყოველთვის ობიექტურ გადაწყვეტილებას იღებს.

„მაკვირვებს ის, რომ არჩევნების არა საარჩევნო პერიოდში ყველა კვლევა ცდება ხოლმე მერე რეალურად რჩევების შედეგებს. საზოგადოების დამოკიდებულება რომ კრიტიკულია ყოველთვის მმართველი გუნდის მიმართ, ამჯერად „ქართული ოცნების“ მიმართ, სწორია, საზოგადოება მაქსიმალურად მომთხოვნი უნდა იყოს, მაგრამ ვხედავთ, რომ საზოგადოება არჩევნებში ბოლო პერიოდში ობიექტური და განსხვავებული შედეგი დგება ხოლმე, ვიდრე არასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი ჩატარებული კვლევა და მათ მიერ დადებული შედეგი, ასე, რომ პრაქტიკა, ალბათ, განმეორდება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრებმა განცხადება ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზეც გააკეთეს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი უნდა დაასახელოს.

„საქართველოს ელექტორატთან მიმართებაში, როგორც წესი არ მართლდება ხოლმე არჩევნებისთვის, ეს სამწუხარო რეალობაა. სიმართლე გითხრა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტი ეგრეა. რაც შეეხება, პოლიტიკა და არითმეტიკა რომ ერთმანეთისგან შორსაა, მე მგონი ეს ახალი არ უნდა იყოს ჩვენი ოპონენტებისთვის. ასე რომ მაინცდამაინც ამ მექანიკურ შეკრებას არ ვურჩევდი  და ჯობია ასე ვთქვათ, პოლიტიკაში შინაარსი მოიძებნოს მეტად და მექანიკური შეკრებით რამდენი პროცენტი აქვს ოპოზიციას მთლიანად და რამდენი „ქართულ ოცნებას“, მთლად შეიძლება რეალურად არ ასახავდეს ვითარებას,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები