03 დეკემბერი 2021,   12:01
ვრცლად
,,ნოე რამიშვილი”- საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ შექმნილი ალბომის პრეზენტაცია ეროვნულ არქივში 

,,ნოე რამიშვილი”- ეროვნულ არქივში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ შექმნილი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში უამრავი ახალი, დღემდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი მასალაა თავმოყრილი.

პუბლიკაცია მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს პირველი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ფოტოებს, დოკუმენტებს, წერილებს, სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას გამოცემულ ბრძანებებს და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

წიგნზე ეროვნულმა არქივმა და სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად იმუშავეს.

დღის ამბები