21 დეკემბერი 2024,   17:13
ვრცლად
გამოკითხულთა 40% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს - IRI

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის ნაწილი მთავარი პრობლემების დასახელებას ეხება. IRI-ის კითხვებს მოსახლეობამ 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა.

რა არის მთავარი პრობლემები, რომელთა წინაშეც ამჟამად საქართველო დგას - ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 40% პასუხად უმუშევრობას ასახელებს, მეორე ადგილზეა ეკონომიკა, 23%-ით.

რესპოდენტთა 10%-ისთვის კი მთავარი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. 

გამოკითხულთა 3% ქვეყნის მთავარ გამოწვევად სოციალურ პრობლემებს მიიჩნევს, 2% კი დანაშაულს ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები