21 დეკემბერი 2024,   17:27
ვრცლად
საქართველოს დედაქალაქი ჩვენი ხალხების ერთობლივი ცხოვრების ენერგიით არის სავსე- ნიკოლ ფაშინიანი 

საქართველოს დედაქალაქი ჩვენი ხალხების ერთობლივი ცხოვრების ენერგიით არის სავსე. ჩვენი ფესვები ძლიერ არის დაკავშირებული ერთმანეთთან - ეს განცხადება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებასა ესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

"საქართველოს დედაქალაქი ჩვენი ხალხების ერთობლივი ცხოვრების ენერგიით არის სავსე. ჩვენი ფესვები ძლიერ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს ვალდებულება შევქმნათ ერთობლივი ბედნიერი მომავალი. სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორია დიდი სულისკვეთების მატარებელია. გავიმარჯვეთ იქ სადაც თითქოს ამის შანსი არ არსებობდა. ჩვენი პირველი რესპუბლიკა სულიერების გამარჯვება იყო, რამაც ომები და გენოციდი გადაგვატანინა. დღევანდელი რესპუბლიკა სიყვარულის და სულიერების მატარებელია. ის რაც სულიერებასთან არის დაკავშირებული ხელშეუხებელია და გვინდა რომ ეს სულიერება იყოს ჩვენი ურთიერთობის მთავარი ლოკომიტივი. ჩვენმა სულიერებამ უნდა გაიმარჯვოს.

ჩვენ ახალ გამარჯვებებს უნდა მივაღწიოთ. გილოცავთ ყველას სომხეთის რესპუბლიკის 100 წლისთავს და ვულოცავ მოძმე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ მას. გაუმარჯოს თავისუფლებას, საქართველოს და სომხეთს,"-განაცხადა ფაშინიანმა

დღის ამბები