21 დეკემბერი 2024,   17:03
ვრცლად
თავში გასროლით მოკლული სამი ახალგაზრდა - ფარცვანიების ოჯახში სტუმრად მყოფი მეგობრები ოჯახის დიასახლისმა გარდაცვლილები იპოვა

თავში გასროლით მოკლული სამი ახალგაზრდა. ხობის რაიონის პირველ მაისში, ფარცვანიების ოჯახში სტუმრად მყოფი მეგობრები სახლში დაბრუნებულმა ოჯახის დიასახლისმა სისხლის გუბეში იპოვა. საზარელ მკვლელობას არ ყავს თვითმხილველები თუმცა სროლის ხმა მეზობლებმა გაიგეს.

სამივე ახალგაზრდას  ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე ასევე ნაპოვნია იარაღი, რომელიც ერთ-ერთ გარდაცვლილს გოგიტა ფარცვანიას ეკუთვნის. 

მეზობლები ახალგაზრდებს შორის კონფლიქტს გამორიცხავენ, რადგან ხმაურის და ყვირილის  ხმა არავის გაუგია.

”კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ-ერთის მიხედვით ახალგაზრდები სადილობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს იარაღი გაუვარდა, ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

 

დღის ამბები