15 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
"რუსთავი 2“ და „კურიერი“ კვლავ სატელევიზიო ბაზრის ლიდერები არიან - IRI-ის კვლევა

„რუსთავი 2“ და „კურიერი“ კვლავ სატელევიზიო ბაზრის ლიდერები არიან.  IRI-ის ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, „კურიერი“ ხალხისთვის ინფორმაციის მთავარი წყაროა და მას ხალხი ყველაზე მეტად ენდობა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის დროს, გაარკვია, საიდან იღებს მოსახლეობა ინფორმაციას.

კითხვაზე, რომელი სატელევიზიო არხის საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ ყველაზე ხშირად, პასუხები ასე გადანაწილდა: „კურიერი „- 44 %, „იმედის ქრონიკა“ - 34%, „მოამბე“ -3%, „ობიექტივის ახალი ამბები“ 2%, „TV პირველის“ ახალი ამბები 2%.

„კურიერი“ ლიდერია მაყურებლის ნდობის რეიტინგშიც, კითხვაზე, რომელი ტელე არხის საინფორმაციო პროგრამას ენდობით ყველაზე მეტად - აქ ნომერ პირველი11%-იანი უპირატესობით „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურია. „კურიერს“ გამოკითხულთა 40% ენდობა, „იმედის ქრონიკას“ 29%, „ობიექტივის“, “TV პირველისა“ და „მოამბის“ საინფორმაციო გამოშვებებს კი მოქალაქეთა 2-2 %.

„რუსთავი 2“ მხოლოდ საინფორმაციო პროგრამებით არ ლიდერობს, პოლიტიკურ გადაცემების რეიტინგში, პირველ ადგილზეა გიორგი გაბუნიას თოქშოუ. „არჩევანს“ 33% აქვს, "იმედის კვირას" 16%, „იმედის პირისპირს“ 8%, ინგა გრიგოლიას „რეაქციას“ 4%, „განსხვავებულ აქცენტებს“ 1%.

კითხვაზე, რომელ ქართულ ტელეარხს უყურებთ რეგულარულად - შედეგები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 76% „ტელეიმედს“ ასახელებს. მეორე ადგილზე 72% -ით „რუსთავი 2"-ია. რესპოდენტთა 20% საზოგადოებრივი მაუწყებელს, 18% „TV პირველს“, 15% კი „მაესტროს“ უყურებს.

დღის ამბები