21 დეკემბერი 2024,   17:58
ვრცლად
"სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" - ვაკეში დაგეგმილი აქცია უამინდობის გამო გადაიდო

"სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" - ორგანიზატორებმა ვაკეში დაგეგმილი აქცია უამინდობის გამო ხვალისთვის გადადეს. შეიცვალა ლოკაციაც, აქცია მრგვალი ბაღის ნაცვლად, ვაკის პარკში გაიმართება. აქცია ხვალ 15:00 საათზე დაიწყება.

აქციის ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პოლიტიკური მოტივებით ემიჯნებიან. მათი აზრით, ვაკეში ჩატარებულ აქციას პოლიტიკური სარჩული არ ექნება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად, კონფლიქტების გარეშე ჩაიაროს. ჩვენი აზრით, მრგვალი ბაღი არ იყო ის ლოკაცია, თავიდანვე დავუშვით შეცდომა, ყველას ბოდიშს მოვუხდი. ამიტომ ვაანონსებთ აქციას ვაკის პარკში... ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ საზოგადოებას პოლიტიკოსების გარეშე,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, შაკო კიკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები