21 დეკემბერი 2024,   17:07
ვრცლად
რამ ააღებინა ამ ბავშვებს ხელში დანა? პირველ რიგში ააღებინა იმან, რომ ციხეებიდან გამოყარეს პოლიტპატიმრის სტატუსით ყაჩაღები, - ლევან ფერაძე

„მოგესალმებით არათავისუფალი ქვეყნის არათავისუფალო მოქალაქენო“-ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე ბავშვთა ქირურგმა ლევან ფერაძემ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

მისი თმით საბრალონი არიან ის ბავშვებიც, რომლებმაც ხელში დანა აიღეს და დავით სარალიძე სასიკვდილოდ გაიმეტეს.

„ისინიც მსხვერპლნი არიან სისტემის. რამ ააღებინა ხელში დანა? პირველ რიგში ააღებინა იმან, რომ რამდენიმე წლის წინ კანონიზირება გაუკეთეს ყაჩაღებს და კაცის მკვლელებს და ძეგლი დაუდგეს. რამდენიმე წლის წინ ციხეებიდან გამოყარეს პოლიტპატიმრის სტატუსით ყაჩაღები და მკვლელები. რომ ფეხქვეშ გათელეს პატრულის ღირსება,“-განაცხადა ლევან ფერაძემ.

ბავშვთა ქირურგმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის ორმაგის სამართალი და ბავშვებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული არის სწორედ იმის შედეგი რომ მათ დაიჯერეს, რომ გავლენიანი ბიძები დაიხსნიდნენ.

მისივე თქმით პოლიტიკოსების აქციაზე ყოფნით ხელისუფლება ცდილობს შეაშინოს მოქალაქეები თითქოს ეს რაღაც საფრთხეს წარმოადგენს. ლევან ფერაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს რამენაირად შეინარჩუნოს სკამები.

„უნდათ  მშვიდად გააგრძელონ ბიუჯეტის ჭამა. ქვეყანაში ბოლო  5 წელიწადში უცებ გაჩნდა მილიონერთა კასტა. რომელიც გუშინ შემწეობას იღებდნენ და კაციშვილი არ ეკითხება ეს ფული საიდან  გაქვთ?,“-განაცხადა ლევან ფერაძემ. 

დღის ამბები