21 დეკემბერი 2024,   17:21
ვრცლად
გაურკვეველი პიროვნებები ცდილობდნენ, რაღაც სახის ნივთიერებები, წამლები შემოეგზავნათ - ლუკა ფეიქრიშვილი

„ამ აქციაზე გუშინ და გუშინწინ სრულწლოვან ადამიანების გარდა, სკოლის მოსწავლეები და არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რეები აკეთა შსს-მ და სუს-მა,“- ეს განცხადება ლუკა ფეიქრიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

მისი ინფორმაციით, გარკვეული პირები ცდილობდნენ, არასრულწლოვნებისთვის გაურკვეველი წამლები შეეთავაზებინათ. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება.

„საღამოს საათებში არა მარტო ამ ბავშვებთან, ზვიად კუპრავასთან ცდილობდნენ გაურკვეველი პიროვნებები რაღაც სახის ნივთიერებები, წამლები შემოეგზავნათ, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ ხმის ჩახლეჩვას შველისო და ვინც გაციებული იყო, სიცხე ჰქონდა, ცდილობდნენ მათთვის მიეწოდებინათ გაურკვეველი პრეპარატები. ამის გარდა, ბავშვებს სურათებს უღებდნენ და სოციალურ ქსელებში საშინელებებით ასათაურებდნენ. ამას კადრულობს შსს, სუს-ი და უსაფრთხოების სამსახური,“- განაცხადა ლუკა ფეიქრიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები