03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ხმაური ლოტკინის დასახლებაში

ამ წუთებში ზღვის უბნის მეორე-მიკროში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსებიდან მათ გამოსახლებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ფართობის დატოვებას არ აპირებენ. ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. სოციალურად დაუცველმა რამდენიმე მოქალაქე თვითმკვლელობა სცადა, ერთ-ერთი მათგანი კი თავის დაწვას აპირებდა. 

სოციალურად დაუცველები ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ საცხოვრებელი ფართობის დატოვება მოუწევთ.

სოციალურად დაუცველი 108 ოჯახი ადგილზე ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2003 წლიდან ცხოვრობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები