21 დეკემბერი 2024,   17:10
ვრცლად
„მკვლელის მშობელიც ბავშვია?! სადღა არის ძალა ერთობაშია და სადღეგრძელოებში ყანწებს იდაყვამდე რომ ითხრით?"-აქციის მონაწილე

„არ გვინდა პოლიტიკა, არ გვინდა პოლიტიკა! რა არ გვინდა, ხელისუფლებას ველაპარაკებით, რისგან შედგება ხელისუფლება? პოლიტიკისგან არ შედგება? რას ჰქვია პოლიტიკა არ გვინდა,“-ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით პოლიტიკოსებმა ეს აქცია დაალაგეს და ორგანიზებული გახადეს. მისივე თქმით არის წესები, რომელიც მოქალაქეებმა არ იციან და აუცილებელია პოლიტიკოსების გვერდით დგომა იმისთვის, რომ გაერკვნენ რა ნაბიჯები უნდა გადადგან რეალურად.

მან ასევე დავით სარალიძის მკვლელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ბავშვების მშობლებს უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, რომ ისინი დაუსჯელები არ დატოვონ.

„მესმის მკვლელიც ბავშვია, მაგრამ მკვლელის მშობელიც ბავშვია?! სად არის მორალი აქ? სადღა არის ძალა ერთობაშია და სადღეგრძელოებში  ყანწებს იდაყვამდე, რომ ითხრით?-აღნიშნა აქციის მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი გამოსვლა, როდესაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე მოვლენები უკვე კომიკურია, არის ამაზრზენი.

„დღეს გამოდის პატივცემული პარლამენტის თავმჯდომარე და ესეთ შეფასებას აკეთებს ეს კრიჭა შეკრული აპოლონი, რომ ეს კომიკურად აღიქვა თურმე ჩვენმა საზოგადოებამ. რომელი საზოგადოება ლაპარაკობს? ვინ აღიქვა კომიკურად აქაურობა? ათი კაციდან სამი მივიდა არჩევნებზე. სამიდან ორმა მოგცათ ხმა და ამ ორიდან ერთმა 15 ლარად მოგცათ ხმა. ეს არის საზოგადოება? ეს უყურებს კომიკურად. კომიკური შენ ხარ ბატონო ირაკლი,“-განაცხადა აქციის მონაწილემ და აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისია ვერ შეძლებს და ვერ გამოიძიებს დავით სარალიძის მკვლელობის საქმეს. 

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს გამოვიდნენ და შეუერთდნენ აქციას.

"ახლა მინდა მოგმართოთ მთელს საზოგადოებას. რა ვიცი სად იკრიბებით და რეებს ლაპარაკობთ. მესიას ელოდებით ხალხო? ქართულად მეორე მოსვლას ელოდებით და ფრანგისთვის სუპტიტრებით იქნება მეორედ მოსვლა თუ... რას ელოდებით, ხომ ხედავთ შიმშილის თამაშებია. ვერ ხედავთ?,"-განაცხადა აქციის მონაწილემ. 

დღის ამბები