21 დეკემბერი 2024,   17:12
ვრცლად
"მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ იმყოფება ზაზა სარალიძე" - ლომჯარია არ ასახელებს, სად იმყოფება სარალიძე

"თუ მას ექნება სურვილი, თქვას, სად იმყოფება, შეუძლია განცხადება გააკეთოს, მე ამის შესახებ განცხადებას არ ვაკეთებ. მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ იმყოფება, ის თავს საფრთხის ქვეშ არ გრძნობს,"- ამის შესახებ სახალხო დამცველმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, ზაზა სარალიძეს დღეს რამდენჯერმე  შეხვდა. 

„მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, წასულიყო აქციებიდან, რას იზამს მომავალში, მისი გადასაწყვეტია,“- განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მათ შეხვედრის დროს საქმის გამოძიების შესახებ ისაუბრეს. ომბუდსმენის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლას სახალხო დამცველის ოფისი ხვალიდან აქტიურად იწყებს .

„ბატონი ზაზა იყო გადაღლილი და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ასევე, ნახოს მისი გარდაცვლილი შვილის საქმეზე გამოძიება,“- აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

„მინდა, საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. სახალხო დამცველმა პარალელურად გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები შესაფასებლად და მის შესწავლას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები