21 დეკემბერი 2024,   17:11
ვრცლად
მიმიფურთხებია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, აქ ღირსების საკითხია - ნიკა მელია რუსთაველზე აქციის მონაწილეებს მიმართავს

„ხელისუფლება ეუბნება ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩილიკაშვილს, რომ ისინი პოლიტიზირებულები არიან, მიმიფურთხებია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, აქ ღირსების საკითხია, ყველანი ვართ მამები, დედები, დები და ძმები,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ნიკა მელიას თქმით, ზაზა სარალიძე ტელეფონით ესაუბრა მათ და ის აქციისკენ მიემართება. მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპიროს.

„ადამიანი მივიდა ვაკის პარკში, სადაც მას ელოდებოდნენ, ბევრი გულახდილად თლიდა, რომ თანადგომას აღუთქვამდა ზაზა სარალიძეს, ზაზა სარალიძის ვაკის პარკში ყოფნა იმით დამთავრდა, რომ მას ფიზიკურად შეეხნენ და ხელი ჰკრეს,“- აცხადებს მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი განმარტავს, რომ ქვეყანაში კრიზისია.

„უნდა დაისაჯონ მკვლელები, მკვლელების ხელის დამფარებლები, სამაგიეროს რას ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება მკვლელებს აკავებდეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევდეს ბატონ შოთაძეს, დღეს დილიდან ქილიკობს იმაზე, რომ გუშინ ვიღაცამ უხერხულად გაიცინა, ვიღაცასაც აბუჩად იგდებენ,“- აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები