21 დეკემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ოპონენტების "გაშავება" სოციალურ ქსელებში - დამცინავი ვიდეოების შესაქმნელად ხელისუფლებას სპეციალური ჯგუფი აქვს შექმნილი

ოპონენტების "გაშავება" სოციალურ ქსელებში - ხელისუფლებას სპეციალური ჯგუფები აქვს შექმნილი, რომლებიც ერთადერთი მიმართულებით მუშაობენ, ისინი ქმნიან დამცინავ და მაკომპრომეტირებელ მასალას იმ ადამიანებზე, რომლებიც "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს.

ამ ჯგუფებს მმართველი პარტიის პიარ სამსახური ხელმძღვანელობს. როგორც ირკვევა წინასაარჩევნოდ სპეციალურ დავალებას ამ ჯგუფებს კოკა ყანდიაშვილი აძლევდა.

P.S. ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ ჯგუფის ორი წვერი დეტალურად აღწერს ზუსტად რა სახის დავალებებს აძლევდნენ „ოცნების“  PR სამსახურში.

ისინი ამბობენ, რომ დამზადებული მასალა ჯერ კოკა ყანდიაშვილს უნდა ენახა და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ უნდა განთავსებულიყო სოციალურ ქსელში. მთავარი მოთხოვნა კი იყო ის, რომ ატვირთული მასალა ყოფილიყო მაქსიმალურად დამცინავი და სწრაფად აეტაცებინა სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

ამ ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ანაზღაურება საკმაოდ მაღალი იყო და ის რამდენიმე ათასს შეადგენდა.

დღის ამბები