20 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
სახლში წასვლას არ ვაპირებ, აქციები გაგრძელდება - სარალიძემ პრემიერს დამნაშავეების დასასჯელად ვადა 10 ივნისამდე მისცა

მე სახლში არ ვაპირებ წასვლას - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, აქციები გაგრძელდება. პრემიერს სარალიზემ 10 ივნისამდე მისცა ვადა, თუ ამ დროში გამოძიება არ დასრულდება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება, სარალიძე მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

„თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი, რომელმა გამომძიებელმაც რა დანაშაული ჩაიდინა, აბსოლუტურად ყველაფერი... მირზა სუბელიანი, პროკურორები, გამომძიებლები, მინისტრები... ვინ გასცა ბრძანება ფარდულის დანგრევის... თუ გონს არ მოვლენ სისტემა უნდა დაინგრეს, პარალელურად აქციები გაგრძელდება,“-განაცხადა სარალიძემ.

დღის ამბები