20 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ლევან დადუნაშვილის მშობლებსა და პრემიერს შორის შეხვედრა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მშობლებსა და პრემიერს შორის შეხვედრა დასრულდა. დადუნაშვილების ადვოკატის თქმით, პრემიერთან და შს მინისტრთან გამართული შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

ადვოკატის განცხადებით არსებული კითხვები სახალხო დამცველთან და შს მინისტრთან განიხილეს.

უფლებადამცველის თქმით, მიიღეს დაპირება, რომ ყველა კითხვაზე პასუხს მალე მიიღებენ. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელს სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა, ოჯახს გამოძიებასთან და სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეჭვები კიდევ აქვს.

უფლებადამცველის თქმით, შემდეგი შეხვედრა პრემიერთან არ ჩანიშნულა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ პრემიერის და შს მინისტრმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ნებისმიერ დროს სასურველ კითხვებზე პასუხის მისაცემად შეუძლიათ მათთან დაკავშირება.

დღეს პრემიერი და შს მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მშობლებს შეხვდა. სამივე შეხვედრას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.

დღის ამბები