21 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
შეუსრულებელი მოთხოვნების მიუხედავად გაფიცვა შეწყდა - მეტროპოლიტენის 23-ე სადგური დღეს ერთდროულად გაიხსნა

მემანქანეების გაფიცვის მეოთხე დღეს თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური ერთდროულად გაიხსნა. 240-მა მემანქანემ სამდღიანი გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო ადგილებს დღის ორი საათიდან დაუბრუნდა. ისინი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მოლაპარაკებებს მერიასთან გააგრძელებენ.

სამდღიანი პაუზის შემდეგ მემანქანეები მგზავრებს კვლავ სრული დატვირთვით - დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან.

სამუშაო ადგილებს მემანქანეები მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც თბილისის მერისგან დაპირება მიიღეს, რომ მათი ხელფასების ზრდა 2019 წლიდან დაიწყება. წერილობითი გარანტია კახა კალაძისგან მეტროს თანამშრომლებს არ მიუღიათ, თუმცა ისინი მერს სიტყვაზე ენდნენ.

მეტროპოლიტენის თანამშრომლების სამდღიანმა გაფიცვამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. მერიამ ქალაქის ქუჩებში დამატებითი ავტობუსები გამოიყვანა და მგზავრობის საფასურიც დროებით გააუქმა, თუმცა ამან სიტუაცია ვერ განმუხტა. პიკის საათებში თბილისში გადაადგილება, თითქმის, შეუძლებელი იყო.

სამდღიანი გაფიცვა მეტროში ისტორიული პროცესი იყო - დაარსების დღიდან მეტროპოლიტენი არასდროს გაჩერებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები