21 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
მიკრო-შახტები ტყიბულში, რომელსაც არავინ ამოწმებს - ოპოზიციის მტკიცებით მეშახტეებს შახტში ჩასვლა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ

ტყიბულის საკრებულოს ოპოზიცია მიკრო-შახტებში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და მოსალოდნელ  საფრთხეზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქალაქში მოქმედი 25 მიკრო-შახტიდან თითქმის ყველა კუსტარულად არის მოწყობილი და მათ არავინ ამოწმებს. შესაბამისად, ოპოზიცია ეჭვობს, რომ მიკრო-შახტები უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებენ.

საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ ამას უკავშირდება მიკრო- შახტებში უბედური შემთხვევები, რომელთაგანაც ბოლო 2 ივნისს მოხდა. საუბარია ორი მეშახტის გარდაცვალებაზე.

27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე 30 მეტრის სიღრმეზე იყო ჩასული, როდესაც ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა. მის დასახმარებლად მიწის ქვეშ გამოცდილი მუშა, 56 წლის რეზო ლომთაძე ჩავიდა, ჰაერის უკმარისობის გამო, ისიც ადგილზე დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, შახტში, ე.წ. ჰაერის კომპრესორი ჩართული არ იყო.

მიკრო-შახტს ინდივიდუალური მეწარმე დავით სოფრომაძე მართავდა. თუმცა,  დღეს მან ორი სპეციალისტის სიკვდილზე კომენტარი არ გააკეთა. 

ავტორები: ედიშერ მუშკუდიანი, ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები