21 დეკემბერი 2024,   15:48
ვრცლად
თელავის მერიამ გერმანიიდან ხარის სპერმა გამოიწერა - იგეგმება 400 ძროხის განაყოფიერება

თელავის მერიამ გერმანიის ქალაქ ბიბერახთან ხარის სპერმის მისაღებად პროექტს ხელი მოაწერა. პირველი პარტია უკვე საქართველოშია და 400 ძროხის განაყოფიერება იგეგმება. პროექტის თანახმად, საქართველოში ამ ეტაპზე ორი ათასი ევროს ღირებულების სპერმა ჩამოვიდა. სულ გრანტით 16 ათასის ათვისებაა დაგეგმილი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ნიკა ვარდოშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ძროხა მიიყვანა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, პროექტს წარმატებულად თვლიან თელავის მუნიციპალიტეტში და ამბობენ, რომ მალე გერმანიიდან ჩამოტანილ მობილურ ლაბორატორიასაც გამართავენ და სოფლებში ქართული ძროხების გასანაყოფიერებლად გამოძახებებზე ივლიან.

მობილური ლაბორატორიისა და გერმანული სპერმის შესახებ არაფერი იციან კახელმა გლეხებმა. მათი თქმით, ამის შესახებ მუნიციპალიტეტისთვის არასდროს უთხოვიათ.

მუნიციპალიტეტი ირწმუნება, რომ ამ პროექტში ფულს არ იხდის და გერმანული ხარის სპერმა საქართველოში გრანტის ფარგლებში ჩამოვიდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თელავის მუნიციპალიტეტის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, თელავში ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვიდრე ძროხების ხელოვნური განაყოფიერება.

 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები