03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ხმაურიან აქციაზე ნიკა მელია მივიდა

დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ზღვის უბნის მეორე მიკრო-რაიონში, იქ, სადაც სოციალურად დაუცველებმა თავის დაწვა სცადეს, აქციის მონაწილეებს შეხვდა.

ნიკა მელიამ შექმნილი ვითარება მძიმედ შეაფასა და დედაქალაქის ხელისუფლებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავდეს მათი პრობლემების გადაწყვეტაზე და მინიმუმ, ალტერნატიული ფართობი შესთავაზოს, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიციის განყოფილებაში იბარებენ რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებმაც უწყების ჩაბარების შემდეგ გააპროტესტეს მათ გამოსახლება. ვფიქრობ, ეს არის სრულიად არანორმალური ვითარება,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ ზღვის უბნის მეორე მიკრო-რაიონში სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა თვითმკვლელობა სცხადეს. პროტესტის უკიდურესი ფორმით ისინი ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 108 ოჯახს ფართობის დატოვება მოუწევს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები