სტოკჰოლმის ტერაქტში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. წარმოშობით უზბეკი რახმატ აკილოვი სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ ცნო.
მან თავდასხმა შვედეთის დედაქალაქში 2017 წლის აპრილში მოაწყო.
აკილოვი მოპარული სატვირთოთი ქვეითად მოსიარულეთა ქუჩაზე შევარდა და მაღალი სიჩქარით 600-მდე მეტრი გაიარა. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
მანამდე უზბეკმა მიგრანტმა, რომელსაც შვედეთის ხელისუფლებამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა, მხარდაჭერა დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" გამოუცხადა.