„ვფიცავ ღმერთის წინაშე, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში მე არავითარ ისეთს არ ჩავიდენ, რის გამოც, მე ვიყო იმის ღირსი, რომ თუნდაც, ადმინისტრაციული დავარღვიო,“ - ეს განცხადება „ქართული მარში-ს“ ორგანიზატორმა, ლადო სადღობელაშვილმა საქალაქო სასამართლოში გააკეთა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვახტანგ მრელაშვილის გადაწყვეტილებით ე.წ. ქართული მარშის 5 წევრი სასამართლო დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო ორი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ გიორგი ონიანი პატიმრობაში დატოვა, რომელიც სხდომის დასრულების შემდეგ დაიმუქრა, რომ ვენებს გადაიჭრიდა და მოსამართლეს სთხოვა, რომ გაეთავისუფლებინა.
ქართული მარში”-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის თქმით, ისინი უკანონოდ იყვნენ დაკავებულები და მათი თქმით, ბრძოლა გრძელდება. ისინი იმედოვნებენ, რომ სასამართლო მომდევნო პროცესზე დაკავებულ ორ პირს გაათავისუფლებს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლადო სადღობელაშვილი, ბექა რევაზიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგი დანგაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ ორი პირი, გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი რჩება.
ბრალდებულების ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეცვლა გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს.
ისინი „რუსთავი2-თან“ მოწყობილი ჩასაფრებისა და წამყვან გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო დააკავეს.