21 დეკემბერი 2024,   17:20
ვრცლად
გამოძალვა და შანტაჟი - ერაყელი სტუდენტის მტკიცებით, სუს-ის თანამშრომელი ფულს სისტემატურად სძალავდა

ერაყელი სტუდენტი სუს-ის თანამშრომელს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც საქართველოში სასწავლებლად იმყოფებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენელი სისტემატურად აიძულებდა მისთვის ფული გადაეხადა.

მისივე განცხადებით, სუს-ის თანამშრომელი ჯერ 50 ლარს შემდეგ კი 10 ლარს ართმევდა. ეუბნებოდა, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდა ის დიპლომის გარეშე დარჩებოდა, ასევე გააძევებდა ქვეყნიდან ან ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავებდა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს საქართველოში დარჩენილი შეყვარებულის და მეგობრების გამო შიში აქვს, ამიტომ იდენტიფიცირებაზე უარს ამბობს.

ერაყელი სტუდენტის თქმით, მას სუს-ის თანამშრომელი უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციასაც სთხოვდა. ამბობს, რომ საბოლოოდ მან იმდენი მოახერხა, რომ ქვეყნიდან წასულს უკან შემოსვლის უფლება შეუზღუდა. ამასთან, გაუქმებული დახვდა ბინადრობის მოწმობაც.

უცხოელი სტუდენტის სკანდალურ ბრალდებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს. 

დღის ამბები