21 დეკემბერი 2024,   17:09
ვრცლად
"ქართული მარშის" ცრემლიანი სასამართლო პროცესი - "რუსთავი2"-ზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული 7 პირიდან ორი პატიმრობაში რჩება 

"ქართული მარშის" ცრემლიანი და ხმაურიანი პროცესი - „რუსთავი 2”-სა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულები დღეს მოსამართლეს ემოციურად სთხოვდნენ არ დაებრუნებინა ისინი საკანში.

საბოლოოდ მოსამართლემ 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ შორის ლადო სადღობელაშვილიც, რომელმაც დარბაზში პირობა დადო რომ აქციებზე აღარ წავა და დანაშაულს აღარ ჩაიდენს.

წინასწარ პატიმრობაში რჩება კიდევ 2 ბრალდებული, რომლებსაც გამოძიება მძიმე მუხლებს ედავება.

თავად ბრალდებულების ემოციური ქცევის და განცხადებების გარდა, ასევე განსაკუთრებულად საინტერესო იყო მათი ადვოკატის კომენტარები.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ 19 მარტს ტელეკომპანიის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ,  შემდეგ კი დასისხლიანებული დავით ერაძის კადრები დადგეს და გააყალბეს.

დღის ამბები