03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ხმაურიანი აქციის მონაწილეს ლოტკინის რაიონულ განყოფილებაში კითხავენ

ლოტკინზე, ზღვის უბნის მეორე მიკრო-რაიონში გამართული ხმაურიანი აქციის მონაწილე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯაბა სურგულაძე სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს. სურგულაძე ლოტკინის მეხუთე განყოფილებაში უკვე რამდენიმე საათია იმყოფება. ის დაკითხვაზე აქციის დასრულების შემდეგ გამოიძახეს.

დაკითხვაზე შესვლის წინ სურგულაძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. სურგულაძის ინოფრმაციით, დაკითხვაზე მისი დაბარება აქციის დროს სამართალდამცველი ორგანოების გამოძახებას უკავშირდება.

ლოტკინის მეხუთე განყოფილებაში იმყოფებოდა ნიკა მელიაც. ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა მიეღო ამომწურავი ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით იყო დაკითხვაზე დაბარებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე. თუმცა სამართალდამცაველებმა დედაქალაქის მერობის ყოფილ კანდიდატს საგამოძიებო მოქმედებებზე დამატებითი ინფორმაცია არ მიაწოდეს.

”კურიერთან” საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაბა სურგულაძის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს ადასტურებს, თუმცა თემაზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

დღის ამბები