გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი დრამატულად არის შეცვლილი. კვლევის მიხედვით, უკიდურეს სიღატაკეში მოსახლეობის 5 პროცენტი ცხოვრობს, ბოლო ანგარიშის შემდეგ მათმა რაოდენობამ 3 პროცენტით მოიმატა.
გაეროს ბავშვთა ფონდმა დაადგინა, რომ საქართველოში ბოლო სამ წელიწადში ორნახევარჯერ გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
UNICEF-ის კვლევით დადგინდა, რომ ბავშვებთან ერთად გაორმაგდა ღატაკი მოსახლეობის რიცხვი და ხუთ პროცენტს მიაღწია. 2015 წელთან შედარებით, გაორმაგებულია სიღატაკეში მცხოვრები პენსიონრების მდგომარეობაც.
ქვეყანაში სიღარიბის დრამატულ ზრდის რამდენიმე მიზეზია დასახელებულია კვლევაში -შენელებული ეკონომიკა, გაზრდილი უმუშევრობა და ფასები.
UNICEF-ის კვლევა, რომელიც ორ წელში ერთხელ ტარდება, აჩვენებს, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილის შემოსავლები გაიზარდა, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ მონაცემით გაცილებით ბევრ ფულს ხარჯავს ჯანმრთელობის დაცვაზე, უფრო კონკრეტულად, მედიკამენტებზე.