ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურებიან. ვიდეოში ასახულია კადრები, სადაც მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს.
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, აღნიშნა, რომ ქვეყანა ქურდული კანონონებით იმართება.
„ეს აბაზოვი, მარნეული მერი არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა და მეორედ მოსვლა, რომ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, სწორედ აბაზოვი აცილებს მას ყრილობაზე, სანამ აცილებდა,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია, აცხადებს, რომ ეს კადრები ხელისუფლების დასასრულია.
„ყველა ხელისუფლებამ წააგო, როდესაც გავიდა ღირსების შელახვაზე. ადამიანს რომ ღირსებას შეულახავ, ან კვდება ან შენ მოგერევა. ზუსტად ამას ამბობს ამ შემთხვევაში ზაზა სარალიძეც. ის ამბობს, რომ ღირსებას ულახავენ იმ ტყუილებით, რაც ხდება. ეს იყო საშინელება, რაც ვნახეთ. არაფრით არ განსხვავდებოდა ციხის კადრებიდან ეს,“ - განაცხადა კორძაიამ.