ელისაბედ მეორე და მეგან მარკლი საზოგადოების წინაშე ერთად პირველად გამოჩნდნენ. ბრიტანეთის დედოფალი და საქსესის ჰერცოგის მეუღლე ჩე-შირის საგრაფოში იმყოფებოდნენ, სადაც ხიდი და თეატრი გახსნეს.
ეს იყო პირველი სამეფო ღონისძიება, რომელშიც მეგან მარკლი დედოფალთან ერთად თავისი მეუღლის, პრინც ჰარის გარეშე მონაწილეობდა.
ცერემონიაზე მას ჟივანშის კრემისფერი კაბა ეცვა. მონარქისა და საქსესის ჰერცოგის მეუღლის დასახვედრად ჩესტერის ქუჩებში სამეფო ოჯახის ათასობით თაყვანისმცემელი იყო გამოსული.