20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
"მთავრობაში შეიყვანეს მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი პრემიერი და ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება"- მიხეილ სააკაშვილი

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

სერგეი ლავროვის უწყების წარმომადგენელმა ამ თემაზე ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ზახაროვას თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოხატა ინტერესი ღრმა კრიზისიდან გამოეყვანა ქართულ- რუსული ურთიერთობა, რუსეთი მაშინვე გამოეხმაურა. "ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი არამხოლოდ გაჩნდა, არამედ წარმატებითაც განხორციელდა"- განაცხადა მარია ზახაროვამ.

ამ განცხადების პასუხად მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

„როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში ტოვებენ წულუკიანს, რომელიც რუსებს აქტიურად ეხმარება ჰააგის სასამართლოში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ, ასევე მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი პრემიერი, ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება. და ქართველებო, თქვენ ამაზე რა აზრის ხართ?" - კითხულობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. 

დღის ამბები