03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
"ჰერმესის" ხელმძღვანელი საკრებულოში ანგარიშით წარდგება

„ჰერმესის“ ხელმძღვანელს მოუსმენენ დღეს საკრებულოში. მუნიციპალური შპს.-ს ხელმძღვანელი მიხეილ ძაგანია ურბანულ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკებს. ანგარიშში იგი ორგანიზაციის დაფინანსების კუთხით არსებულ პრობლემებზეც გაამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ქალაქში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სასაფლაოებთან მიმავალი გზის საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების თვალსაზრისით.

მიხეილ ძაგანიამ სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიში და სამომავლო გეგმები უკვე გააცნო თბილისის მთავრობის წევრებს.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი კი აცხადებს, რომ ვითარება ამ ორგანიზაციაში არასახარბიელოა, სწორედ ამიტომ ისინი დეტალურ ინფორმაციას მოითხოვენ მუნიციპალური შპს.-ს ხელმძღვანელისგან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

„დეპუტატებს განსაკუთრებით აინტერესებთ, როგორი ფინანსური მდგომარეობა დახვდათ მათ ძველი ხელმძღვანელობისგან. გვაინტერესებს ასევე მენეჯმენტი, თუ რას გააკეთებს ახალი ხელმძღვანელობა მომავლისთვის,“ - აცხადებს ბაბუნაშვილი.

დღის ამბები