21 დეკემბერი 2024,   16:58
ვრცლად
მარათონი "თბილისი" - მარათონი დედაქალაქის მერიის ინიციატივით, წელს პირველად გაიმართა

თბილისის მერიის ინიციატივით გამართულმა გარბენმა „თბილისმა,“ სტარტი დღეს დილით ვაკის პარკიდან აიღო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. მარათონის გამო, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტილი კიდევ ორი საათი იქნება.

მასში რიგით მოქალაქეებთან ერთად ჩართულები იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მარათონი, სახელწოდებით "თბილისი" დედაქალაქის მერიის ინიციატივით, წელს პირველად გაიმართა და ის ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

გზების გადაკეტვის გამო, დროებით შეცვლილი მარშრუტით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დღის ამბები